მედია ანონსი
16 ივლისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
შავფაროსნების პრესსამსახური
მარი ონეზაშვილი
599 18 07 44
შავფაროსნების facebook-ის
გვერდი http://www.facebook.com/mtavari
"გაცოცხლებული ისტორიის" პრეზენტაცია
17 ივლისს 14.00 საათზე სენაკში ანტიკური ხანის უნიკალურ ციხე-ქალაქში, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალში, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები" პროექტის "გაცოცხლებული ისტორიის" პრეზენტაციას გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მუზეუმის ცნობადობი სამაღლებასა და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას მუზეუმ-ნაკრძალში, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესვლის კანდიდატია.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს და ადგილობრივ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატების დახმარებით, გაეცნონ ძველი ქართული იარაღების მოხმარების წესებს, ასევე, ჩაერთონ ტრადიციულ ქართულ თამაშობებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნოქალაქევის შესახებ ფილმის გადაღება და მუზეუმის ტერიტორიაზე საბრძოლო-საჩვენებელი წარმოდგენების გამართვა. ეს იქნება პირველი შემთხვევასაქართველოში,როდესაც ანტიკური ხანის მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს გაცოცხლებული ისტორია დახვდება.
იმისათვის, რომ ღონისძიება არ იყოს ერთჯერადი ხასიათის და მუზეუმის სტუმრებს ნოქალაქევის ტერიტორიაზე ყოველთვის დახვდეთ განსხვავებული გარემო, პროექტის ფარგლებში გადამზადებული ადგილობრივი ახალგაზრდები მუზეუმის ვიზიტორებისთვის ყოველკვირებულად გამართავენ ქართული საბრძოლო ხელოვნების მასტერ-კლასებს.
ევროკავშირის მხარდაჭერითა და "შავფაროსნების" ორგანიზებით გადაღებულ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილი იქნება ციხე-ქალაქის ისტორია, გაცოცხლებული ისტორიული სცენებით.
ცნობისათვის, ნოქალაქევი-არქეოპოლისიერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო საქართველოში, რომლის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები ძვ. წ. VIII-VII ს.ს-ით თარიღდება. მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმში 3450 უნიკალური ექსპონატიადაცული.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთპარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში .პროექტი ხორციელდება უკრაინის ქ. ხერსონის ახალგაზრდულიინიციატივების ცენტრი „ტოტემის" მიერ . საქართველოში პროექტის მხარდამჭერია ახალგაზრდული ასოციაცია„დრონი" პროექტი ხორციედება კულტურულიმემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით .